logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ ფრანკფურტში ახალი ლიტერატურული გამოცემებით წარსდგა
თსუ ფრანკფურტში ახალი ლიტერატურული გამოცემებით წარსდგა
11:11 14.10.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მკითხველების წინაშე ახალი გამოცემებით და საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგა. თსუ-ის ღონისძიებებს ფრანკფურტის ფესტივალზე რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდნენ.

„ესეები ქართულ ლიტერატურაზე“ ავტორმა, თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა წარადგინა. ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომში "ესეები ქართულ ლიტერატურაში" ასახულია ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ავტორების შემოქმედების მიმოხილვა.

ფილოლოგიის დოქტორმა, ნინო პოპიაშვილმა კი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი ორი წიგნი გააცნო საზოგადოებას: „სულიკო მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ და მონოგრაფია "ქართული განმანათლებლობა - სულხან-საბა ორბელიანი". როგორც ავტორმა აღნიშნა, მონოგრაფია ეხება ქართული განმანათლებლობის ევროპულ ჰორიზონტებს და განხილულია განმანათლებლობის ეპოქის, კერძოდ, მეჩვიდმეტე საუკუნის მწერლებისა და მოღვაწეების, სულხან-საბა ორბელიანის, ვახტანგ მეექვსის, დავით გურამიშვილისა და სხვა ავტორების განმანათლებლური ტენდენციები. რაც შეეხება „სულიკოს“ თარგმანებს, წიგნში შესულია 20-ზე მეტ ენაზე შესრულებული 100-მდე თარგმანი. აღსანიშნავია, რომ თარგმანების ნაწილი პირველად ქვეყნდება. წიგნმა გამოსვლისთანავე დიდი დაინტერესება გამოიწვია. ნინო პოპიაშვილის წიგნში გამოქვეყნებული თარგმანების ნაწილი რამდენიმე დღის წინ დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალში Specimen Press.

ფრანკფურტში დიდი ინტერესი გამოიწვია დავით მაღრაძის პოემის “ჯაკომო პონტი” გერმანულმა თარგმანმა, რომელიც 2018 წელს გერმანულმა გამომცემლობამ Shaker Verlag გამოსცა. გერმანულ თარგმანში პოემის შესახებ შესავალი წერილი გერმანელ პოეტსა და ლიტერატორს, გერტ რობერტ გრიუნერტს ეკუთვნის, რომელმაც ფესტივალზე პოემიდან ნაწყვეტები ლიტერატორ ნინო პოპიაშვილთან ერთად, თავადაც წაიკითხა.
ადგილობრივი კრიტიკოსების შეფასებით, დათო მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“ თანამედროვე ქართული პოეტური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშია. პოემა გერმანულ ენაზე თარგმნეს ფილოლოგიის დოქტორმა ნინო პოპიაშვილმა, პოეტმა გერტ რობერტ გრიუნერტმა და მაია ლისოვსკიმ.
გერტ რობერტ გრიუნერტმა და ნინო პოპიაშვილმა 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოსცეს ქართული პოეზიის ანთოლოგია, რომელშიც 80-ზე მეტი პოეტის, მათ შორის დავით მაღრაძის ლექსებია შესული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა