logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
16:33 13.10.2018
სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და გაცვლითი პროგრამების ამოქმედება არის მემორანდუმის მთავარი საკითხები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ბრიგიტა ვოლფმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ღონისძიებას გერმანიაში საქართველოს გენერალური კონსული იოსებ ჩხიკვიშვილი ესწრებოდა. ორ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმს ხელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პარალელურად მოეწერა, რაც ქართულ-გერმანული წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრანკფურტის უნივერსიტეტი წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ახალი შეთანხმების საფუძველზე ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ეთნოლოგია-ეთნოგრაფიისა და ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებითაც გაძლიერდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ფრანკფურტის უნივერსიტეტი თსუ-ს დიდი ხნის პარტნიორია, თანამშრომლობის ფორმალიზება კი იქნება კარგი წინაპირობა ერთობლივი კვლევების წახალისებისთვის. „მემორანდუმს ხელი მოეწერა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პარალელურად. ბევრი მეცნიერი, რომელიც თანამშრომლობს ფრანკფურტის უნივერსიტეტთან, გერმანელ კოლეგებთან ერთად ბაზრობაზე წარმოადგენს ერთობლივ კვლევებს. ეს არის კარგი საშუალება რომ ევროპას შევახსენოთ რომ ჩვენც ევროპელები ვართ და საქართველოში მეცნიერება კარგად არის განვითარებული“,-აღნიშნა თსუ რექტორმა.
მემორანდუმის გარდა ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას, რომელიც სტუდენტების, მათ შორის დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და კვლევებში აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.

„ეს შეთანხმება არის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც გვაძლევს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას, ამასთან, სტუდენტებს და პროფესორებს ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ“,-განაცხადა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბრიგიტა ვოლფმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ფართომასშტაბიანი პროგრამით წარსდგა. ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად იმართება საჯარო ლექციები და პრეზენტაციები, სადაც ვრცლადაა მიმოხილული ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა