logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერი გობრონიძისქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი გობრონიძისქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
11:15 13.10.2018
გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე გამავალი ხევძმარას კოლექტორისა და საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მუხიანში, გობრონიძის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა ჩავარდა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების შესრულება დაიწყო. ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ცენტრალური კოლექტორი მთლიანად იყო დაზიანებული, ბეტონის სახურავი კი - ჩანგრეული, რის გამოც, ამ კონკრეტული ადგილის ჩამორეცხვა ხდებოდა. შესაბამისად, მოხდა გზის სავალი ნაწილის ჩანგრევაც. საგზაო მონაკვეთი, რომლითაც, როგორც მუხიანში, ასევე გლდანში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ, 15 სექტემბერს ჩაიკეტა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს საფრთხე არ შეექმნას, შესაბამისი სამუშაოები საფუძვლიანად ჩატარდება.

„გვირაბში შესვლისა და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემური ადგილები და ხდება ძირის გამორეცხვა. იმისთვის, რომ სამომავლოდ ნებისმიერი საფრთხე ავიცილოთ თავიდან, გზის აღნიშნული მონაკვეთი აუცილებლად მოსაწესრიგებელი იქნება. ზოგადად, გაუგებარია, როგორ ხდებოდა ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობებზე ნებართვების გაცემა. შეიძლება ითქვას, ყველა შენობა პირდაპირ სანიაღვრე არხზეა დაშენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანიაღვრე არხი და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსაფრთხო იყოს. საჭირო სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა