ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მდებარე
ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.
აქციაში სათხის, ეშტიის #1 და #2, განძის შოთა რუსთაველის სახელობის, უჩმანის, გორელოვკისა და ჟდანოვაკანის სკოლები ჩაერთვნენ.
აქცია, ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

















