მიმდინარე წლის 12 და 13 ოქტომბერს, საქართველოს მეწარმეთა კავშირი და კამპანია „მოითხოვე
ქართული“, საქართველოში წარმოებული პროდუქციის გაყიდვა-დეგუსტაციას სავაჭრო და ბიზნესცენტრ ,,ქარვასლაში“ მოაწყობს.
აღნიშნული გამოფენა საქართველოს მეწარმეთა კავშირის და ააიპ მოითხოვე ქართულის პირველი ერთობლივი ღონისძიებაა სახელწოდებით ,,დამზადებულია საქართველოში - მოითხოვე ქართული“.
მომხმარებელი გამოფენაზე საქართველოში წარმოებული 50-მდე სახეობის კვებითი პროდუქტის, სასმელის დააგემოვნებას და შეძენას შეძლებს.
საქართველოს მეწარმეთა კავშირი და ააიპ მოითხოვე ქართული მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ, რომლის მიზანი ქართული წარმოების მხარდაჭერისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.
ცერემონიალს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ქართული წარმოების განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

















