logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
წყალტუბოს მოსახლეობა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ეცნობა
წყალტუბოს მოსახლეობა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ეცნობა
11:01 10.10.2018
იმერეთის რეგიონის მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და მეთოდებს აცნობენ. რეგიონის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები წყალტუბოს მოსახლეობას ხვდებიან და აწვდიან ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას.

შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ და საინფორმაციო კამპანიაში ერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები.

„მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს. ეს არის გამოწვევა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული რგოლის, თვითმმართველი ერთეულების და მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდების მონაწილეობა. ჩვენ აქედანვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, რათა მომავალ სეზონზე მავნებლის რაოდენობასთან ერთად შევამციროთ ეკონომიკური ზარალი“, - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

სპეციალისტებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც მინიმუმამდე შეამცირებს აზიური ფაროსანას მიგრირებას საცხოვრებელ სახლებში. თვალსაჩინოებისთვის საკარმიდამო ნაკვეთში დაამონტაჟეს ბადე, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით განადგურება.

2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ იმერეთის რეგიონში 233 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. ღონისძიებები ჩატარდა ბაღდათის, სამტრედიის, ხონის, ვანის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში.

მთლიანად დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით 710 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა