ლონდონში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც დახურული საზოგადოება
- The National Liberal Club-ის წევრებმა და მათ სტუმრებმა ღვინის მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს და ქართული ღვინის 8 სახეობა დააგემოვნეს.
ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საქართველოს ელჩმა ყურადღება უნიკალურ ქართულ კულტურასა და მეღვინეობის 8000 წლოვან ტრადიციაზე გაამახვილა. თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ღვინის მასტერკლასის შემდეგ, დახურული კლუბის წევრებისთვის ვახშამი გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოს კერძები.
ღონისძიება საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით და ღვინის ექსპერტისა და მწერლის რობერტ ჯოსეფის ორგანიზებით გაიმართა.

















