logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რაჭაში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია
რაჭაში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია
14:39 09.10.2018
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ანდრო ასლანიშვილის განცხადებით რთველი-2018-ის ფარგლებში, რაჭაში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭა-ლეჩხუმში ჯერ-ჯერობით რთველი არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. წელს ძალიან მაღალია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის გადამუშავების მაჩვენებელი. თუ გასულ წელს 800 ტონა გადამუშავდა, წელს ეს მაჩვენებელი უკვე 1497 ტონას აღწევს“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

მისი თქმით, მევენახეებსა და მეწარმეებს შორის რთველის პროცესში კომუნიკაცია სრულად შედგა.
„ამბროლაურში მევენახეების კეთილგანწყობა შეინიშნება. რთველი ყოველთვის ემოციური მომენტია, ადამიანებს აღელვებთ თავიანთი მოსავლის დაბინავების ბედი. ის ადამიანებიც კი, რომლებიც რთველის დასაწყისში მღელვარებას გამოხატავდნენ, ძალიან კარგ განწყობაზე არიან, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა.

ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, 2007 წლის შემდეგ პირველმა არასუბსიდირებულმა რთველმა აჩვენა, რომ მეწარმეებიც და მევენახეებიც მზად არიან მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების პროცესში ჩასართავად.

„წლევანდელმა რთველმა გვიჩვენა, რომ როგორც კომპანიების, ისე მევენახეების მხრიდან ცალსახად არის ზრდისა და განვითარების, სიახლეების მიღებისა და გაზიარების პოტენციალი და მზადყოფნა. წლევანდელი რთველის პლიუსი ის იყო, რომ გვაქვს ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები და სურვილი, გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის, დარგის მდგარდი განვითრებისკენ“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში 1500 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშის ყურძენი გადამუშავებულია. რაჭაში ყურძენი ღვინის საწარმოებს 1350-მა მევენახემ ჩააბარა, მევენახეების შემოსავალმა 10,4 მლნ ლარს მიაღწია. რაჭის რეგიონში რთველის პროცესში 50-მდე ღვინის კომპანია იყო ჩართული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა