მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების,
საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დიდუბის საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯიაში“ შეიკრიბება.
ღონისძიებაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნობიან.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მოლი ლიენი, გაეროს განვითარების პროგრამი (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი გიგი ბრეგვაძე მიესალმებიან.
სტუმრებს სპეციფიკური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემების შემოთავაზებულ ვარიანტებს სპეციფიკური ნარჩენების სხვადასხვა ნაკადებისთვის გაეცნობიან.
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები პრეზენტაციებს გააკეთებენ და დისკუსიებს გაუძღვებიან.
ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდება.

















