logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მთაწმინდის გამგეობა ვილნიუსის სკვერის სრულ რეაბილიტაციას მომავალი წლიდან დაიწყებს
მთაწმინდის გამგეობა ვილნიუსის სკვერის სრულ რეაბილიტაციას მომავალი წლიდან დაიწყებს
14:03 08.10.2018
მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოში ლიტვის საელჩოს წარმომდგენლებმა, ქალაქ ვილნიუსის მერიის დელეგაციას, რომელიც დედაქალაქს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეწვია, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს.

შეხვედრას მთაწმინდის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძე, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ვილნიუსი მერის მოადგილე ედიტა ტამოსიუნაიტე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის შექმნილი კონცეფცია სტუმრებს პროექტის ავტორმა, ლიტველმა არქიტექტორმა რიტის ციკანავიჩიუსმა წარუდგინა.

აღნიშნული პროექტი, რომლის განხორციელებას მთაწმინდის გამგეობა მომავალი წლიდან დაიწყებს, თბილისს ლიტვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 930 ათასი ლარი გამოიყოფა.

ვილნიუსის სკვერი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიტვის კულტურულ სახეს ასახავს. სკვერში დეკორატიული შადრევანი მოეწყობა, სადაც „ვილნიუსის ანგელოზის“ ქანდაკება განთავსდება. შადრევნის მიმდებარედ კი დასასვენებელი სკამები და ლითონის პერგოლა დამონტაჟდება, რაზეც ხვიარე მცენარეები გაშენდება.

სკვერის საფეხმავლო ბილიკები, პანდუსები და კიბეები გრანიტის ფილებით მოპირკეთდება. ტერიტორიის ნაწილი გაზონის ბალახით დაიფარება, ხოლო მწვანე ნარგავებთან დეკორატიული ღორღი და მულჩა დაიყრება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო მოედნების მოწყობას, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდება, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით.

სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.

სკვერში განთავსებული დურბინდის მეშვეობით, ვიზიტორები „ვილნიუსის ქანდაკებას“ დაინახავენ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ლიტვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა