ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგნის, საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლების შესწავლა დაიწყება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის სახლში უკვე დაწყებულია ინტენსიური ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა სკოლის მასწავლებელი მომზადდება.
ახალი საგანი ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის საფუძვლებს აერთიანებს და მოსწავლეებს თითოეული მათგანის შესასწავლად ამზადებს.
განათლების სამინისტროს ცნობით, ტრენინგებზე პედაგოგები ინტეგრირებული სახელმძღვანელოს მიხედვით სწავლების მეთოდებს გადიან, რაშიც მათ თავად წიგნების ავტორები ეხმარებიან. თითოეულ მასწავლებელს სახელმძღვანელოს მიხედვით ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საფუძვლების სწავლებასა და მათ კომბინირებაში ამზადებენ. ტრენინგები სამ დღიანია და მას როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების პედაგოგები გაივლიან.
ახალი საგნის სწავლება ყველა სკოლის მე-7 კლასში დაინერგება, რის შემდეგაც მოსწავლეები თითოეულ საგანს ცალ-ცალკე სრულფასოვნად შეისწავლიან.

















