logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„თბილისობა 2018“ გალა კონცერტითა და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა
„თბილისობა 2018“ გალა კონცერტითა და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა
10:41 08.10.2018
ორდღიანი დღესასწაული „თბილისობა 2018“ რევაზ ლაღიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გალაკონცერტით და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა. საზეიმო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს თბილისობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და ტრადიციულად, საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.

როგორც საზეიმო ღონისძიებაზე კახა კალაძემ აღნიშნა, საპატიო თბილისელის წოდება ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც დედაქალაქისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით.

„39-ე წელია, რაც ჩვენი დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, ის განსაკუთრებული სითბო, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რაც აქ ტრიალებს, მთელი წლის განმავლობაში იგრძნობოდეს ჩვენს ქალაქში. თბილისი მდიდარია თავისი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით, რითაც სამართლიანად ვამაყობთ. ასევე, მდიდარია წარმატებული ადამიანებით, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის განვითარებასა და წინსვლაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საპატიო თბილისელი წელს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა. საპატიო თბილისელის წოდება მიიღეს: ფილოლოგმა და რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, კოსმოსური ობიექტების კონსტრუქტორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, ჯაზშემსრულებელმა გიული ჩოხელმა, მოცეკვავე და ქორეოგრაფმა თენგიზ უთმელიძემ, ავტოინჟინერმა გაიოზ კანდელაკმა, არქიტექტურის მკვლევარმა მაია მანიამ, ონკოლოგმა კონსტანტინე მარდალეიშვილმა, გეოლოგმა ნოდარ ცერცვაძემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ, პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურიმ, მომღერალმა ქეთი მელუამ, მოცეკვავე და ბალეტმაისტერმა მიხეილ ბარიშნიკოვმა, დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა.

რევაზ ლაღიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს სახელწოდებით „ჩემო თბილის ქალაქო“ მუსიკალურად აფორმებდა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე ყველა ის მომღერალი წარდგა, რომელიც სიმღერებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტი რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერით „თბილისო“ და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა