logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წარსდგება
თსუ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წარსდგება
10:38 08.10.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, მასშტაბური პროგრამით წარსდგება.

პროგრამა, როგორც სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურის გამოფენებს, ასევე ქართველი და უცხოელი მეცნიერების საჯარო ლექციებს მოიცავს. პროგრამის მიზანია, საუკუნეების განმავლობაში საქართველოში შექმნილი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიღწევები სრულად წარმოჩინდეს. აქედან გამომდინარე, ბაზრობის ფარგლებში გამოიფინება, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები, ასევე სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის დაბეჭდილი სამეცნიერო ლიტერატურა. მათ შორის, წარმოდგენილი იქნება, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, ასევე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული წიგნები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 50-ზე მეტ სამეცნიერო წიგნს, თარგმანს და სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალს წარადგენს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მრავალი საჯარო ლექცია გაიმართება, მათ შორის აქცენტი გაკეთდება მრავალწლიანი გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის მიღწევებზე.

უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროგრამის შეფასებისას უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა საერთაშორისო მასშტაბით ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და სამეცნიერო საზოგადოებასა თუ სტუდენტებში ქართული სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

მრავალფეროვანი პროგრამა, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა სტუმარს წარუდგენს, იქნება საერთაშორისო ინტერესის გაღრმავების წინაპირობა საქართველოს, ქართველოლოგიური მეცნიერებებისა და ქართული სამეცნიერო ლიტერატურის მიმართ.
პროგრამაში რუსთველოლოგიას, როგორც ქართველოლოგიის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და სწორედ ამ მიზნით, ფრანკფურტის უნივერსიტეტთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს, რომლის დროსაც სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები სტუმრებს ვეფხისტყაოსნიდან ნაწყვეტებს სხვადასხვა ენაზე წაუკითხავენ.
მიმდინარე წელს წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და ქვეყნის ისტორიას ანბანით მოყვება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა