logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა იწყება
საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა იწყება
12:19 04.10.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა იწყება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს პროფესიული საქმიანობა და კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს - სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის. 2018 წელს, სტაჟირების პროგრამა პირველადიქნება ანაზღაურებადი, რაც დამატებითი სტიმული იქნება დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობისშესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე პირებს. სტაჟიორები მიიღებიან ინსპექტორ - გამომძიებლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და განაცხადების ელექტრონულად შევსება 4 ოქტომბრიდან - 14 ოქტომბრის ჩათვლითშესაძლებელია საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე მითითებულ სპეციალურ ველში - „სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში“.

სტაჟიორების მიღება მოხდება კონკურსის წესით სამ ეტაპად - პროფესიული ტესტირება, ზოგადი უნარები და გასაუბრება. კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორები ექვსთვიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმდებიან.

პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები თეორიულ მეცადინეობას, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული სწავლების ეტაპს საგამოძიებო სამსახურის თბილისის და რეგიონულ ოფისებში გაივლიან. ისინი გაეცნობიან ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას და ყველა ძირითად საერთაშორისო „გაიდლაინს“, ასევე საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებს და მუშაობის სპეციფიკაციას.

"სტაჟირების პროგრამა დაეხმარება მათ მიიღონ შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ ყველა საჭირო პრაქტიკული უნარ - ჩვევა, რაც მომავალში წარმატებულ და ეფექტიან საქმიანობაში დაეხმარებათ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიზანია სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მოხდეს შესაბამისი განათლების მქონე მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება, რაც სამსახურის ეფექტიანი საქმიანობას შეუწყობს ხელს"-აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა