მაშველებმა დღეს მტკვარში შუახნის მამაკაცის გვამი იპოვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.
მისი თქმით, ცხედრის ძებნა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების სამსახურს 3 დღის წინ შეატყობინეს, რომ ბარათაშვილის ხიდთან წყალს ადამიანის გვამი მიჰქონდა, თუმცა, მისი პოვნა მეტეხის ხიდთან დღეს მოხერხდა.
პროზექტურაში მამაკაცის ვინაობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება.

















