logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინური მედია: საქართველო ყველასთვის სასიამოვნო ტურისტული დანიშნულების ადგილია
ფინური მედია: საქართველო ყველასთვის სასიამოვნო ტურისტული დანიშნულების ადგილია
14:15 02.10.2018
ფინეთის უმსხვილესმა ყოველდღიურმა გაზეთმა Helsingin Sanomat სტატია გამოაქვეყნა საქართველოს, როგორც „ყველასთვის სასიამოვნო ტურისტული დანიშნულების ადგილის შესახებ,“ რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. სტატიის თანახმად, საქართველოს მთაში დრო თითქოს გაჩერებულია, ხოლო ქალაქებში ძველი და თანამედროვე შენობები ორგანულადაა შერწყმული.

ფინური გაზეთის კორესპონდენტი საქართველოში მოგზაურობის აღწერას სვანეთიდან იწყებს. იგი აღფრთოვანებას ვერ მალავს სვანეთის ბუნებით და სპეციფიკური კულტურით, მოხიბლულია სვანეთის სილამაზით და მას შვეიცარიის ალპებს ადარებს. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სოფლების უმეტესობა დაცლილია მოსახლეობისგან, თუმცა ტურისტული სფეროს გააქტიურება მოსახლეობის დაბრუნებას ამ ადგილებში, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში ხელს უწყობს.

სვანეთის შემდეგ, ბათუმი ფინელ ჟურნალისტს მისი ცათამბჯენებით, კაზინოებითა და ზღვისპირა ბულვარში შადრევნებსა და პალმებში მოსეირნე უამრავი ტურისტით კულტურულ შოკს ჰგვრის. როგორც ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობა 150 000-ია, ბათუმი უფრო მასშტაბური ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს. მის ყურადღებას ასევე იქცევს ქალაქის არქიტექტურა, რომელიც მოიცავს თანამედროვე და ძველ შენობებს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ორსართულიან, ფართო აივნებიან სახლებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ ბათუმში არსებული კაზინოები აზარტული თამაშის მოყვარულებსაც იზიდავს მეზობელი ქვეყნებიდან.

ფინური გამოცემის სტატიაში განსაკუთრებული ადგილი საქართველოს დედაქალაქს ეთმობა. როგორც ავტორი წერს, მას უჭირს ზუსტად განსაზღვროს ან აღწეროს საქართველოს დედაქალაქი - თბილისი ევროპული ქალაქია თუ აზიური. მისი შეფასებით, თბილისში შეხვდებით სხვადასხვა სტილის შენობებს, სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ გავლენას. აქ წყნარ და მყუდრო ქუჩებს ხმაურიანი და გადატვირთული ქუჩები ცვლის.

„ქალაქის ცენტრალურ რუსთაველის გამზირზე სრულიად ევროპული გარემოა უამრავი ბრენდული მაღაზიით, მშვენიერი ძველი სახლებითა და მოდური რესტორნებით, ხოლო სახელმწიფო შენობებს ევროკავშირის ვარსკვლავები ამშვენებს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ტურისტებს ურჩევს მოინახულონ აბანოთუბანი, ნარიყალა, მრავალრიცხოვანი ტაძრები, სინაგოგა, მეჩეთი, მშვიდობის ხიდი და სხვა ღირშესანიშნაობები.

განსაკუთრებულ ყურადღებას ავტორი ქართულ სამზარეულოზე ამახვილებს და საქართველოში ჩასულ სტუმრებს ურჩევს ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი და ფხალი დააგემოვნონ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა