logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დღეს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომობილების რალი აიღებს სტარტს
დღეს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომობილების რალი აიღებს სტარტს
18:38 01.10.2018
მიმდინარე 2-14 ოქტომბერს საქართველოში კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus”, გაიმართება. ორი კვირის განმავლობაში რალის მონაწილეები ავტომანქანებით იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ჯამში 2,235 კილომეტრს დაფარავენ. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა სამოცამდე უცხოელი ბიზნესმენი, რომლებიც თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან.

ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა.

„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით“. - ბარტ კლაინი
მორიგ რალიში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, 9 ქვეყნის წარმომადგენელი 29 პილოტი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კო-პილოტი ეყოლება.
ავტომობილები საქართველოში კონტეინერებით და სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირდება. მათი ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი, რომელიც Peaks Of Caucasus-ში მონაწილეობს Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი - Jaguar Mark V Dropead Coupe - 1951 წელს.
ავტომობილები სტარტს 2 ოქტომბერს, 09:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან აიღებენ. რალის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.
Peaks of the Caucasus-ის მარშუტი ასეთია:
2 ოქტომბერი: თბილისი - ვარძია (230 კმ)
3 ოქტომბერი: ვარძია - ბორჯომი (110 კმ)
4 ოქტომბერი: ბორჯომი - წყალტუბო (200 კმ)
5 ოქტომბერი: წყალტუბო - წყალტუბო (195 კმ)
6 ოქტომბერი: წყალტუბო - მესტია (210 კმ)
7 ოქტომბერი: მესტია - უშგული - მესტია (100 კმ)
8 ოქტომბერო: მესტია - წყალტუბო (230 კმ)
9 ოქტომბერი: წყალტუბო - თბილისი (260 კმ)
11 ოქტომბერი: თბილისი - სიღნაღი (170 კმ)
12 ოქტომბერი: სიღნაღი - ლოპოტა (165 კმ)
13 ოქტომბერი: ლოპოტა - ყაზბეგი (230 კმ)
14 ოქტომბერი: ყაზბეგი - თბილისი (135 კმ)

14 ოქტომბერს შატო მუხრანში გამოვლინდებიან პირველი 3 ადგილის მფლობელი პილოტები. დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეებს სპეციალურად თიბისისგან ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული პრიზები გადაეცემათ.
„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა