საქართველოს სახელმწიფო ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნის მიზნით, საქართველოს სამოციქულო
ეკლესიის, ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო-კულტურულ-ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, ჟორა სნხჩიანის ინიციატივით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის წევრ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ, ენზელ მკოიანთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, თანამდებობის სხვა პირები, სამინისტროს წარმომადგენლები, ნინოწმინდის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ელმირა ქსპოიანი და ქ.ნინოწმინდის წმინდა სარგისის ეკლესიის სასულიერო პირი - არმაშ პოღოსიანი.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, კიდევ ერთი ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნას, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება და რომელიც მისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის.

















