logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები მოწესრიგდება
ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები მოწესრიგდება
13:20 29.09.2018
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების სამუშაოებს, რომელიც საფეხმავლო ბილიკისა და სკვერამდე მისასვლელი გზის მოწესრიგების მიზნით ტარდება. ეს შეეხება დაახლოებით, ათამდე ამონაყარ ხე-მცენარეს"-ამის სეახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სამუშაოების შედეგად, ბაგების აღმართზე არსებული სკვერი მოწესრიგდება და ფეხით მოსიარულეებსა და ველოსპორტის მოყვარულებს ჭავჭავაძის გამზირიდან საფეხმავლო ბილიკის გამოყენება უწყვეტად შეეძლებათ.

ამასთან, მიმდებარე გზა-გამყოფებში უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა და შემოდგომაზე დაირგვება ათეულობით ახალი ხე-მცენარე დეკორატიული გაფორმებით.

აღსანიშნავია, რომ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული და მოუწესრიგებელი იყო. საფეხმავლო ბილიკისა და სკვერის მოწყობა კი, აღნიშნული უბნის რეკრეაციულ მიმზიდველობას აამაღლებს.

დედაქალაქის მასშტაბით, არის ბევრი ადგილი, სადაც ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, როგორც სხვადასხვა ობიექტებით, რომლის აღებასაც ვგეგმავთ, ასევე, უკვე გზაზე გადმოსული ამონაყარი ხე-მცენარეებით, რომლებსაც ეტაპობრივად აუცილებლად მოვაწესრიგებთ.

თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ტერიტორია რეაბილიტირდეს და თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი გახდეს, როგორც ავტომანქანების, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის.

დედაქალაქის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეუშალონ ხელი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებაში"-აცხადებენ მერიაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა