logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერია: იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება
თბილისის მერია: იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება
19:48 28.09.2018
იუსტიციის სახლში არსებულ რიგებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ტაქსების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, რამაც თითქოს გამოიწვია იუსტიციის სახლის მუშაობა შეფერხება.

განვმარტავთ, რომ იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა.

როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, დღეს იუსტიციის სახლში მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, ჭარბი მიმართვიანობა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ, სხვა ქალაქების იუსტიციის სახლებშიც.

რაც შეეხება ტაქსების რეგისტრაციას, იგი 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე თბილისის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ არაერთხელ გაავრცელა, ტელეეთერებში გადიოდა შესაბამისი ვიდეორგოლები, ასევე, არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დროული რეგისტრაციისკენ თბილისის მერმა. ამჟამად გაცემულია 9500-ზე მეტი ნებართვა.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე, ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.

რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი იქნება ხვალ, 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრში, შარტავას ქ. N7, თბილისის მერიის შენობაში, პირველ სართულზე“-აცხადებენ მერიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა