logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 48 651-მდე გაიზარდა
„ახალგაზრდა ადვოკატები“: საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 48 651-მდე გაიზარდა
19:36 28.09.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში მოქმედი აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ახალი მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 48 651-ს შეადგენს, რაც ცალსახად საგანგაშო მაჩვენებელია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოში მოქმედ 67 აკრედიტირებულ უმაღლეს დაწესებულებაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა რეკორდულად მაღალია და საერთო ჯამში, 48 651 სტუდენტს შეადგენს. განსაკუთრებით საყურადღებოა საკითხი იმის შესახებ, რომ დასახელებული მაჩვენებელი მუდმივად მზარდია. 2013 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 28 055 შეადგენდა, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 33 575-მდე გაიზარდა, 2016 წელს 35 841 შეადგინა, 2017 წლის მონაცემებით კი - 38 104. დასახელებულ პერიოდში შეინიშნებოდა რაოდენობის საშუალოდ 2000-დან 5000-მდე ზრდის ტენდენცია, ხოლო 2018 წლის მონაცემთან მიმართებით, ფიქსირდება რაოდენობის 10 547-ით ზრდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სტუდენტის მხრიდან სტატუსის შეჩერების საფუძველს ძირითად შემთხვევაში წარმოადგენს: ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ორსულობა და ფინანსური დავალიანება. ამასთან, ბოლო პერიოდში, მიზეზთა ჩამონათვალში გაჩნდა სხვა საფუძველიც, კერძოდ, ტერმინი: „სხვა მიზეზი“. შესწავლილი მასალის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სწორედ „სხვა მიზეზის“ მითითებით, სტატუსი შეჩერებული აქვს 30 808 სტუდენტს, რაც სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 64%-ს შეადგენს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვს 16 294 სტუდენტს, რაც მათი საერთო რაოდენობის, დაახლოებით 33%-ია, ხოლო ავადმყოფობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზეზით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 1 549 სტუდენტს.

ორგანიზაცია შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით წარმოადგენს მოქმედ 10 აკრედიტირებულ უმაღლეს დაწესებულას, სადაც დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ფიქსირდება:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 8 497;
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5764;
3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5 647;
4. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 3 322;
5. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – 2 392;
6. საქართველოს უნივერსიტეტი - 2 037;
7. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 1 646;
8. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1 617;
9. კავკასიის უნივერსიტეტი - 1 279;
10. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1 210;

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2013 წლიდან იკვლევს სტატუსშეჩრებულ სტუდენტთა მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტი, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა პრობლემების დაძლევის მიზნით, განიხილავს ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებასაც, რომლის მიხედვითაც, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები, მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა