პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან „ბავშვთა სამყაროს“ შენობის
ხანძრის დროს დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციას ითხოვენ. ბავშვთა სამყაროს დაწვის მიზეზს კი კონკრეტული პირების ინტერესებს უკავშირებენ.
ბავშვთა სამყარო ხანძრის შედეგად 2017 წლის 29 იანვარს დაიწვა. დაზარალებული მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ისინი წელიწადი და რვა თვეა ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ.

















