თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს მედიის წარმომადგენლებს შპს „ეკოსერვის ჯგუფის" მიზნებსა და
ამოცანებს გააცნობს და კომპანიის ახლადშეძენილ, თანამედროვე ტიპის ტექნიკას დაათვალიერებს.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დააარსა, რათა თბილისის გამწვანების მოვლა-პატრონობის ხარისხი თვისობრივად გაუმჯობესდეს.
კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა თბილისის პარკების, გამწვანებული ურბანული ზონების, შადრევნების და სასმელი წყლის სოკოების მოვლა-პატრონობა, თბილისის მაგისტრალურ ქუჩებზე არსებული მწვანე ნარგაობის სხვლა-ფორმირება და სანიტარული ჭრა თბილისსა და მის შემოგარენში.

















