logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტში ორი გამოფენა მოეწყო
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტში ორი გამოფენა მოეწყო
08:54 28.09.2018
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტში ორი გამოფენა მოეწყო. პარლამენტის ეზოში გამართულ ფოტოგამოფენაზე - „ეს საერთო ტკივილია“, წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების შახ აივაზოვის, იური მეჩითოვისა და გიორგი ცაგარელის ოცდახუთი წლის წინანდელი ტკივილიანი კადრების ამსახველი ნამუშევრები.



შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კი ბავშვების მიერ ამავე თემაზე შექმნილი ნახატები სახელწოდებით „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“.



პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ გამოფენის გახსნისას განაცხადა, რომ ეს დღე საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ტრაგიზმით სავსე დღეა, -„ჩვენ ამ დღეს ვუწოდებთ სოხუმის დაცემის დღეს და ის, რასაც დღეს ვხედავთ აფხაზეთში ომის შემდეგ, ამდენი წლის განმავლობაში, ნამდვილად დაცემაა. არა მხოლოდ სოხუმის, არამედ მთელი აფხაზეთის, რომელიც პრაქტიკულად ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას.



წლებმა გვასწავლა, რომ შერიგებისთვის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია და პოზიტივი რაც ახლავს ამ წლებს, არის ის, რომ ეს აზრი სულ უფრო და უფრო მწიფდება როგორც ქართულ ასევე აფხაზურ საზოგადოებაში“.



ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ეს იყო თავსმოხვეული ომი, რომლის მიღმაც დგას უდიდესი ტრაგედიები და ეს ტრაგედიებია ასახული წარმოდგენილ ფოტოებშიც.



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით: „25 წელი გავიდა იმ კონფლიქტის დასრულებიდან, რომელსაც არ ჰყავს გამარჯვებული, არც ქართველების და არც აფხაზების სახით.



ეს არის ტკივილიანი 25 წელი, რომელმაც ბევრი იარა დაგვიტოვა. დღესაც ცოცხალი იარაა მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის შუაგულში. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავთულხლართები დაიშლება. იმიტომ, რომ კაცობრიობის ისტორიას ახსოვს არაერთი ხელოვნური კედლის ნგრევა. რადგან ეს ეწინააღმდეგება არ მარტო საერთაშორისო სამართალს, არამედ საერთოდ ბუნების სამართალსაც და ბუნების კანონს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

პარლამენტის შენობაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბრიტანელი პარლამენტარი, მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ჩრდილოვანი მინისტრი, ფაბიან ჰამილტონი და ბიზნესის და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელი თავმჯდომარე ფრედერიკ ჰაიდ- ჩემბერი.



გამოფენა გაიმართა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მასპინძლობითა და თანაორგანიზებით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და ბრიტანული საერთაშორისო ასოციაციის - „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის“ (EPDI) ერთობლივი ორგანიზებით, ასევე ფონდი „კრისტალის“ მხარდაჭერით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა