ენერგოქსელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება ხოშარაულისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 13:00 საათამდე კი, ენერგოშეზღუდვა კრწანისის რაიონის ნაწილს შეეხება.
10:00-14:00 საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა წყნეთის ზოგიერთ ქუჩას.
ამავე პერიოდში შეზღუდვა შეეხება თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ქუჩების - თევდორე მღვდლის, წყნეთის, გურამიშვილის, თამარ მეფის, დიდგორისა და რუსთაველის აბონენტებს, ასევე, თემქის III მიკრორაიონის V კვარტალს ნაწილობრივ, ტოროშელიძის, ღოღობერიძის, ბეჟანიშვილის, ქურდიანის, ჩხიკვაძის, ხუდადოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება, კერძოდ, ამ დროს ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონისა და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლები შეიზღუდებიან.
ამავე პერიოდში ენერგომომარაგება ვარკეთილის IV მიკრორაიონის II კვარტალს, ნავთლუღის დასახლებას, ჭირნახულის, ჯიქიას, ხარაბაძისა და წულუკიძის ქუჩების აბონენტებს, ხოლო ნაძალადევის რაიონში - ცოტნე დადიანის გამზირს, ჯანელიძის, სააკაძის, გომბორის, ჭყონდიდელის, ხუდადოვის, მესხის, ჩხიკვაძის, მანჯგალაძის, აგარის, 9 ძმისა და ზაზიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი, ელექტროენერგია ფანასკერტელ-ციციშვილის, ბახტრიონისა და საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

















