ვაკის პარკში დღეს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიკედლებულ და პატრონიან
ცხოველებს უფასო ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას ჩაუტარებენ.
ცხოველებს ვაქცინაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ჩაუტარებენ.
ვაქცინაცია 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

















