ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის
ორგანიზებით, დღეს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი გაიმართება.
კითხვანში მონაწილეობას უნივერსიტეტის პროფესორები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების მკვლევრები და თანამშრომლები იღებენ.
კითხვანის მიზანია, ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას, კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, თსუ პირველ სასწავლო კორპუსში 321-ე აუდიტორიას ცნობილი ქართველი მეცნიერის მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭება. აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსის ხსნოვნისადმი მიძღვნილი კითხვანი წელს პირველად ტარდება და ტრადიციულად ყოველ წელს გაიმართება.

















