logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში მიმდინარეობს
კახა კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში მიმდინარეობს
11:38 26.09.2018
ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

თბილისის მერი იმ კითხვებს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნული კონკურსის გარშემო არსებობს და აღნიშნა, რომ ინფორმაცია არის საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს.

„დედაქალაქში არსებული პარკების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. აღნიშნული კონკურსის გამოცხადებას ძალიან ბევრი კითხვა მოჰყვა, რომ თითქოს, რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. მინდა ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვუთხრა, რომ კონკურსი აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ყველაფერი საჯაროა. საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს, სამი თვე არ არის ის დრო, როდესაც პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, რაშიც ვერ დავეთანხმები. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ამის შესაძლებლობა არ აქვს, ეს მათი უფლებაა. როდესაც ხარჯთაკვლევა მოვამზადეთ, ცხრა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და დასტური მოგვაწოდა, რომ სამი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ყველა ინფორმაცია, მიმოწერა გვაქვს და ესეც შეგვიძლია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს. ერთ-ერთი მათგანი - ირაკლი ჟვანია, ვისაც ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, გუშინ, მაია ბითაძეს შეხვდა. ამის შემდეგ, მან სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტებაც გააკეთა, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ისეთ ნაბიჯს არასდროს გადადგამს, რომელიც ქალაქს და თითოეულ მოქალაქეს დააზიანებს.

„შექმნილია სპეციალური კომისია ღვაწლმოსილი ადამიანებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებული.ბოლო ბრალდება, რაც ოპონენტების მხრიდან გამოითქვა, კონკურსის პირობასეხება, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულ კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ვაკის პარკი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისი კომპანიებიგვჭირდება, ვისაც ამ მიმართულებით უმუშავია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში დედაქალაქის მერიის ყველა პროექტის ირგვლივ ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება.

„ეს ძალიან უცნაურია. მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, ქალაქის მთავრობა, მაგრამ არსებობს თბილისის, ქალაქის სიყვარული და მგონი პირიქით, ქალაქის მცხოვრებლები გახარებული უნდაიყვნენ, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ოპონენტებს გამოჰყავთ ე.წ. ექსპერტები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ და ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობენ. ერთადერთი, რითაც თავი დაგვამახსოვრეს, იყო ის, რომ წითელ ბაღში ოთხი ძირი ხე დარგეს და ისიც გახმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაცია სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცეების შექმნას, სავარჯიშო მოედნების მოწყობას გულისხმობს. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება არსებული საპარკე ავეჯი და განათება მოეწყობა. გარდა ამისა, ვაკის პარკში შენარჩუნებული იქნება სამაგიდო სივრცეები თამაშებისთვის და სრულად განახლდება შადრევანი და ამფითეატრი.

„ვაკის პარკის რეაბილიტაცია მომდევნო წელს განხორციელდება, მას შემდეგ, რაც პროექტი გვექნება და ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილიიქნება. დედაქალაქში მოვაწესრიგებთ ყველა პარკს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. უნდა ვიზრუნოთ ასეთი სივრცეების შექმნაზე. ვიცი, რომ გამგეობები თავიანთ რაიონებში სკვერების მოწყობის თვალსაზრისით, ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. დღეს ქალაქს ძალიან ბევრი მწვანე სივრცესჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა