logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნება
კახა კალაძე: გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნება
11:13 26.09.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, უზნაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები პირველი აგვისტოდან შეჩერებულია, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ქალაქში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა უკვე პირველი აგვისტოდან გადათხრილი და მიტოვებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებშისაერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დაიბაროს და შესაბამისი პასუხიმოეთხოვოს, რადგან ეს დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.

„ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება. იქვე არის სკოლა, სწავლა დაწყებულია და ბავშვებისთვის გადაადგილების ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. დაიბარეთკომპანიის წარმომადგენლები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ ეს პროექტი“, - მიმართა თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს.

კახა კალაძე ასევე, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, ინტერნეტის ქსელის დაზიანების ფაქტსაც გამოეხმაურა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენის ინიციატივით გამოვიდა.

„კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, შეიქმნა პრობლემა - დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ არსებობს მიწისქვეშა თბილისის არანაირი გეგმა. საჭიროა, დაიბაროთ ყველა ის კომპანია, ვისაც მიწისქვეშ კომუნიკაციები აქვს, რათა გაკეთდეს მიწისქვეშა ქსელების რუკა და კონტრაქტორმა, ვინც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუშაობს, იცოდეს, თუ როგორ წარმართოს ეს სამუშაოები. ამ გეგმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმეს ყველას გაუადვილებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გზების რეაბილიტაციაზეა საუბარი, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულიშეცვლაც იგულისხმება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენაზე მუშაობა კი, დაუყოვნებლივ დაიწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან, სამწუხაროდ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ მესაკუთრეს არ აქვს ინფორმაცია თავისი ქსელის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ, დღეიდანვე დავიწყებთ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში მოვახდენთ ქსელების სრულ აღწერას. აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარებული იქნება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა