logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თემაზე - "ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება" ვორქშოპი გაიმართება
თემაზე - "ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება" ვორქშოპი გაიმართება
09:41 26.09.2018
"იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება" - იტალიის საელჩოსა და იტალიის კვლევების საბჭოს (CNR) მიერ ჩაფიქრებული და ორგანიზებული ვორქშოპია, რომელიც იმართება 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით. მულტიმედიური გამოფენები, 3D პროექცია, ვირტუალური რეალობა, ბიოლოგიურ არქივებად ქცეული არტეფაქტები, გამოსახულებების დიგიტალიზაცია და მათი შედარებითი შესწავლა - ესენია ვირქშოპისა და მასზე წარმოდგენილი პრეზენტაციების მთავარი თემები. იტალიის კვლევების საბჭოსა და უნივერსიტეტის გარდა, ღონისძიების მონაწილენი არიან ისეთი მოწინავე იტალიური კომპანიები, როგორიცაა ETT, Centrica და Cose belle d’Italia. ვირტუალური და ინტერაქტიური ტექნოლოგიები სახეს უცვლის არა მხოლოდ მუზეუმის როლსა და ფუნქციებს, არამედ კვლევით მეთოდებსაც. 21-ე საუკუნეში არქეოლოგის ფიგურა გასხვავებული სპეციალიზაციის მქონე მეცნიერთა ჯგუფმა ჩაანაცვლა, ყველაზე დახვეწილი ხელოვნების ნიმუშიც კი უძრავ საგანს აღარ წარმოადგენს. ციფრული ტექნოლოგიები ის ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება სულ უფრო მეტი დამთვალიერებლის მოზიდვისა და ექსპონატსა და მნახველს შორის მანძილის შემცირებისთვის.

ვორქშოპი გაიმართება დღეს, 10:00 საათიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის "აუდიტორიუმში".

"ეს ღონისძიება თხრობის ხელოვნებაზე პირველია იმ სემინართა სერიიდან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას მიეძღვნება. ამჟამად ვმუშაობთ სხვა ვორქშოპების ორგანიზებაზე, რომლებიც დაკავშირებული იქნება მუზეუმების დაგეგმვასთან, ურბანული სივრცეების გარდაქმნასა და კონსერვაციასთან, რაც იმის დასტური იქნება, რომ ცოდნის დარგები მჭიდროდ არიან ურთიერთდაკავშირებულნი, ხოლო ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების განცალკევება უკვე მოძველებული მიდგომაა. მადლობას ვუხდი იტალიის კვლევების საბჭოსა და ქართულ ინსტიტუციებს, რომლებიც ამ ინიციატივაში ჩაერთვნენ. მისი მიზანია ორივე ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში საუკეთესო იტალიური გამოცდილების წარმოჩინება და გაზიარება. ეს სამომავლო თანამშრომლობისთვის ნაყოფიერი ნიადაგია", - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

ღონისძიების პროგრამასა და მონაწილეებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საელჩოს ვებ-გვერდზე:
https://ambtbilisi.esteri.it/Ambasciata_Tbilisi/ka/ambasciata/news/dall_ambasciata/nuove-tecnologie-per-il-patrimonio.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა