logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი ბეგაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
გიორგი ბეგაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
17:24 25.09.2018
თბილისში ICOM/CECA -ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომლის თემაა „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბეგაძემ მიიღო.

„ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მზარდი დინამიკის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მრავალფეროვნება და მნიშვნელოვნობა წარმოადგენს, როგორც არამატერიალური ისე მატერიალური, მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ჩვენი ქვეყნისთვის მუზეუმების გამრავალფეროვნება, ასევე კულტურის სხვა სფეროების მიმართულებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, ეს კონფერენცია, აქ წარმოდგენილი მეცნიერების მოხსენებები შესაძლებლობას მოგვცემს დავინახოთ რა მიმართულებით უნდა გავაკეთოთ აქცენტები კულტურის სფეროს დივერსიფიკაციის კუთხით, რაც დღეს ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება და ჩვენ ეკონომიკაზე დადებითად აისახება “, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018“-ისა და „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების თეორიულ და მეთოდოლოგიური მიდგომების საკითხებს, მათ კავშირს განათლებასთან. კონფერენციაზე უცხოელი მონაწილეების მიერ წარმოდგენილია საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქტივობების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.

კონფერენციაში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, მონაწილეობს 35 ქვეყნის ასზე მეტი ექსპერტი, მეცნიერი, მუზეუმების წარმომადგენლები.

ღონისძიების გახსნაში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე, საქართველოს მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ბრეგაძე, მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა