logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ცენტრი განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე: საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ცენტრი განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების მიმართულებით
14:57 22.09.2018
„მომავალი ნამდვილად ეკუთვნის მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული მეცნიერებაში, კვლევებში, ინოვაციების განვითარებაში, ტექნოლოგიების განვითარებაში- ეს არის და იქნება ერთერთი მთავარი პრიორიტეტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ს საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



ირაკლი კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ახალი ინიციატივების წამოწყება.



„სიმბოლურია, რომ ამ ფესტივალს მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის უნივერსიტეტი, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ჩვენი ყველაზე დიდი ქართველი მეცნიერები. მომავალი ნამდვილად ეკუთვნის მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული მეცნიერებაში, კვლევებში, ინოვაციების განვითარებაში, ტექნოლოგიების განვითარებაში და ეს არის და იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ამ მიმართულებით ახალი ინიციატივების წამოწყება და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, უახლოეს მომავალში, გაორმაგდეს დაფინანსება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაიდება მეცნიერების და ტექნოლოგიების, განათლების დაფინანსებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კუთხით, ჰაბი უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს.



„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ცენტრი, ნამდვილი ჰაბი განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების მიმართულებით. მე გავეცანი დღევანდელ გამოფენას და ვნახე, თუ რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს ჩვენს ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებით, ინოვაციებით, ტექნოლოგიებით აღვაფრთოვანოთ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ამაში არის ნამდვილად ძალიან დიდი პერსპექტივა“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.



ფესტივალი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნა, 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა