აბიტურიენტები დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს გაეცნობიან.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
იუწყება, წელს ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 92%-ზე მეტმა მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა შეძლო.
დარეგისტრირებული 35 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე, რომელიც 9-10 ივლისს ჩატარდა, 97%-ზე მეტი გამოცხადდა.
სამინისტრსო ცნობით, მიღებული ქულების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით არის შესაძლებელი.
კერძოდ, ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტს შეუძლია. ამისთვის, აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს განახლებულ ნომერზე 93333. მომსახურების საფასური 50 თეთრს შეადგენს.
სამინისტროს ცნობით, წელს ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადასალახად აბიტურიენტს 21 სწორი პასუხი უნდა ჰქონოდა. გარდა მედიკოსის, სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისა, სადაც ზღვარი 10%-ითაა გაზრდილი.
უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა საკმარისია იმისთვის, რომ აბიტურიენტი, სურვილის შემთხვევაში, პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხოს. ხოლო 40% ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პროფესულ კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად, იგი 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებს სახელმწიფოსგან.

















