"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საჯარო სკოლის დირექტორებისთვის მეორე საერთაშორისო “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციას“ გამართავს.
“სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ მიმდინარე წლის 22-23 სექტემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდება.
კონფერენციის მიზანია სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი დაესწრება. კონფერენციაში საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საჯარო სკოლების დირექტორებს კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს - აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე პრეზენტაციას სკოლის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკაზე გააკეთებს.
მოწვეული ექსპერტები გერმანიიდან, ნიდერლანდებიბდან და სამხრეთ აფრიკიდან იმსჯელებენ სკოლის თვით-შეფასებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, ასევე საერთაშორისო კვლევების მონაცემების გამოყენებაზე სკოლის მართვისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. საზარო სკოლის დირექტორი ნიდერლანდებიდან საშუალო სკოლის ბაზაზე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამაზე ისაუბრებს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს.

















