logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პარლამენტში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ექსპონატების გამოფენა მოეწყო
პარლამენტში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ექსპონატების გამოფენა მოეწყო
14:16 21.09.2018
საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ექსპონატები - ისტორიული, კულტურული და სამეცნიერო ხასიათის წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების პირველი გამოცემები, რუკები, ქართველ მხატვართა რამდენიმე ნახატი და უცნობი კარიკატურისტების ნამუშევრები გამოიფინა. უნიკალური ექსპონატების გამოფენა პარლამენტის წევრებმა,საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფმა ვიზიტორებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

„დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ეროვნულ ბიბლიოთეკას იმ საზოგადოების სახელით, რომელსაც დღეს პარლამენტში წარმოვადგენთ. წარმოდგენილი გამოფენა, მნიშვნელოვან წილად, გვაჩვენებსთუ რას წარმოადგენს ჩვენი ეროვნული და ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც სამწუხაროდ, ესოდენ აუგად მოვიხსენიებთ ხშირად და ვფანტავთ კიდევაც. ფილიპე მახარაძიდან დაწყებულიდამთავრებული გრიგოლ რობაქიძის ოჯახების კოლექციიდან, უნიკალური დოკუმენტები არის წარმოდგენილი. აქ შეგვიძლია გავეცნოთ ისეთ ხელნაწერებს და ფოტომასალას, რომლებიც აქამდეფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. დარწმუნებული ვარ ყველა სათანადოდ შეაფასებს იმ საჩუქარს, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წარმოგვიდგინა და მადლობას ვეტყვით ამდაუღალავ ადამიანებს, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გამოფენის გახსნისას.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების მნიშვნელობა პარლამენტის წევრმა, თეიმურაზ ჭკუასელმა შეაფასა.

„ძალიან საინტერესო ექსპონატებია წარმოდგენილი. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის მოზაიკის გარკვეული კენჭები, რომელთა გარეშეც ჩვენ მთლიანობაში ვერ დავინახავთ იმ პერიოდს.გამოფენილ ექსპონატებს შორის ჩემი ყურადღება იმ ორიგინალმა ფოტოებმა მიიქცია, სადაც ასახულია ქართველი ლეგიონერების რუმინეთში ყოფნა და ილია ჭავჭავაძის ისპანახობის დღესასწაულზედასწრება და მხოლოდ ეს ორი ფოტო რომ იყოს აქ გამოფენილი, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - აღნიშნა თეიმურაზ ჭკუასელმა.

გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას ღონისძიების ორგანიზატორი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე მიესალმა.

„დაახლოებით ორი წელია შევიმუშავეთ პოლიტიკა და სტრატეგია და ჩვენი თანხების დიდი ნაწილი, რომელიც წიგნადი ფონდის შესაძენად იყო გათვალისწინებული, მივმართეთ ასეთ შენაძენებზედა შესაბამისად, სრულიად უნიკალური კოლექცია დაგვიგროვდა. ჩვენ ვამზადებთ მუდმივმოქმედ გამოფენას, რომესაც თბილისში გამოვფენთ და საზოგადოება ბევრ უნიკალურ მასალას იხილავს“, -განაცხადა გიორგი კეკელიძემ და საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გამოფენის გამართვას შეეხებოდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა