logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს უმასპინძლა
ლევან დავითაშვილმა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს უმასპინძლა
17:10 20.09.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს, მონიკ ელუას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მინისტრმა ვეტერინარიის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე და ქვეყანაში ვეტერინარული განათლების, როგორც რეგულირებადი პროფესიის მნიშვნელობასა და მის პოპულარიზაციაზე ისაუბრეს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია თბილისში გაიმართა. სწორედ ასეთი ღონისძიებები უწყობს ხელს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის დამკვიდრებას ცხოველთა ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ კომისიაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მზად ვართ, დახმარება გაგიწიოთ საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის კუთხით და ხელი შევუწყოთ საქართველოს საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას, რაც ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია,“ - განაცხადა მონიკ ელუამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ ლევან დავითაშვილი და მონიკ ელუა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 32-ე შეხვედრას დაესწრნენ, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი ხელმძღვანელობდა. სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებმა OIE-ს წარმომადგენლებს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს და შემდგომი ნაბიჯების განხორციელების გზები და ახალი წევრების მიღების საკითხი განიხილეს.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადების ნოდულარული დერმატიტის (Lumpy Skin Disease) საწინააღმდეგო ღონისძიებებზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებასა და რესურსს უთმობს.
სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) და საერთაშორისო ორგანზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიკურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი. ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ იმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა