logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის
16:53 20.09.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს, რომლითაც შესაძლებელი გახდება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება ინგლისურ ენაზე განთავსება სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციის და განლაგებისას.

„კანონპროექტით შესაბამისი მუხლი ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

თუმცა, მისივე თქმით, ამისთვის დგინდება გარკვეული პირობები. კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას და ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.

საგამონაკლისო წესში სათამაშო აპარატების სალონი მოექცევა, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთანავე, სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.

დეპუტატების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამოიხატა სათამაშო აპარატების სალონში სიგარეტის მოწევასთან მიმართებაში არსებული ცვლილების მიმართ. „ამ საკითხზე გავაგრძელოთ მსჯელობა, რა არგუმენტები არის ამის საპირწონედ, რომ ეს წესი დავადგინოთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომიტეტმა განიხილა კანონპროქტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „ცვლილების შეტანის შესახებ“. ერთ-ერთი ინიციატორის, გოგა გულორდავასგანმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გააჩნია ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ყველა მონაცემს, ფოტოსურათის ჩათვლით. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

„თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოითხოვს საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებას, ამ ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილია გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. „აღნიშნული ნორმატიული განაწესი იძლევა საშუალებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, მოწმეებისა და პოლიციის გარეშე, სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სანდო მონაცემის მოპოვებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის ზუსტი იდენტიფიცირება, რაც თავის მხრივ განაპირობებს საქმის ადგილზე განხილვასა და გადაწყვეტას. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში საჯარიმო ქვითარი ძირითადად ივსება ელექტრონული სახით. ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომა იძლევა ელექტრონულ ქვითარში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ავტომატურ რეჟიმში ასახვის შესაძლებლობას, რაც შეამცირებს არასწორი ან არასრული მონაცემების გამო მათი გაუქმების სტატისტიკას“, - განაცხადა გოგა გულორდავამ.

შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილ პირებს მიენიჭებათ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილება, რათა მათ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლონ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება.

„მინიმუმამდე შემცირდება არასათანადო პირის დაჯარიმების შესაძლებლობა და არასრულად ან არასწორად შევსებული მონაცემების გამო საჯარიმო ქვითრების გაუქმების ალბათობა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტის აპარატის უფროსის, კობა გრიალაშვილის განმარტებით, კომიტეტს აქვს შემოთავაზება, შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება არ მოხდეს უსაფრთხოების დარღვევით.

განხილულ კანონპროექტებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა