logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე დაგეგმილი ცვლილებები სულ მცირე 30 უნივერსიტეტს შეეხება
მარიამ ჯაში: უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე დაგეგმილი ცვლილებები სულ მცირე 30 უნივერსიტეტს შეეხება
14:23 20.09.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები 2018-2019 წლებში სულ მცირე 30 უნივერსიტეტს შეეხება.

აღნიშნული განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა.

„არ ვარ საქართველოში, მაგრამ უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვებს დაბრუნებამდე ვერ დავტოვებ პასუხის გარეშე.

მედიის მხრიდანაც ინტერესი დიდია, ამიტომ საერთო სტატუსით ვეხმიანები საკითხს, რომ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს მივაწოდო ინფორმაცია.

1. პირველ რიგში, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება 2018-2019 წლებში არა რამდენიმე, არამედ სულ მცირე 30 უნივერსიტეტს და მხოლოდ დადებითი ნაბიჯი იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის პროცესში.
2. სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს, ავტორიზაციის პროცესის რეფორმასთან დაკავშირებით აქვს განსხვავებული ხედვა, რომელიც არის უფრო მეტად თანამშრომლობით პრინციპზე დაფუძნებული და უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული. ამავე მოსაზრებას იზიარებს რექტორთა საბჭოს უმრავლესობა და სწორედ ამ ახალი ხედვის ხელშეწყობას ემსახურება კანონპროექტის ინიცირებაც.

3. მიუხედავად იმისა, დღემდე წარმატებით გაიარეს თუ არა ავტორიზაცია, უნივერიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. დღეს რადგან სამინისტრო მზად არის ერთიანად შეფასდეს და გადაიხედოს ავტორიზაციის არსებული სისტემა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ განათლების უწყებას ამ პროცესში.

რამდენადაც საკითხს ფართო რეზონანსი მოჰყვა, 25 სექტემბერს ვგეგმავ სამუშაო შეხვედრას, სადაც ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას გავივლით სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად.

რაც შეეხება ოპონენტების მიერ გაჟღერებულ პიროვნულ ინტერესებს - ეს არის აბსურდული ბრალდება. არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში!
აქვე ვამაყობ, რომ ჩვენ დიდ ოჯახს არაერთი დამსახურებული პედაგოგი ჰყავს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობდბენ და დღესაც მუშაობენ (არა ფლობენ) სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მათ შორის გიდასტურებთ, რომ ერთი-ერთი სასწავლებელი დღეს ავტორიზაციის პროცესს გადის და როგორც ჩანს ჩემი ოპონენტები, ცდილობენ ჩემი გადაწყვეტილება დაუკავშირონ ამ ფაქტს“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა