logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება
სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება
12:53 20.09.2018
სამოქალაქო ავიაციის სფეროში პილოტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობის, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან (ICAO, Part FCL) შესაბამისობაში მოყვანის და პილოტებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება. შესაბამისი ცვლილებები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ უკვე შევიდა.

ცვლილების მიხედვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რეკომენდირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა თოთხმეტიდან ექვსამდე მცირდება. კერძოდ, ავიაკომპანიის სატრანსპორტო/კომერციული პილოტის მოწმობაზე განმცხადებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები); 3.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (სახელსაწყო აღჭურვილობა); 4.მასა და ბალანსი; 5.საფრენოსნო მახასიათებლები; 6.საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 7.ადამიანური შესაძლებლობები; 8.მეტეოროლოგია; 9.ზოგადი ნაოსნობა; 10.რადიონავიგაცია; 11.საექსპლუატაციო წესები; 12.ფრენის საფუძვლები; 13.ვფწ ფრაზეოლოგია; 14.სფწ ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში: 1. საჰაერო სამართალი; 2. საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 3. ადამიანური შესაძლებლობები; 4. საექსპლუატაციო წესები; 5. ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია; 6. სახელსაწყო ფრენის წესების ფრაზეოლოგია.

ამასთან, მოყვარული პილოტის მოწმობის მაძიებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2. საჰაერო ხომალდის ცოდნა; 3.საფრენოსნო მახასიათებლები და დაგეგმვა; 4.ადამიანური შესაძლებლობები; 5.მეტეოროლოგია; 6. ნაოსნობა; 7.საექსპლუატაციო წესები; 8.ფრენის საფუძვლები; 9.ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში: 1. საჰაერო სამართალი; 2.ადამიანური შესაძლებლობები; 3. საექსპლუატაციო წესები; 4. ფრაზეოლოგია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა