logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ხუნწარია თბილისი-ბრისტოლის დაძმობილებისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო
სოფიო ხუნწარია თბილისი-ბრისტოლის დაძმობილებისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო
09:07 20.09.2018
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასტინ მაკკენზი სმიტთან ერთად, თბილისისა და ბრისტოლის დაძმობილების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო.

გამოფენა - „ერთიანობა განსხვავებულობაშია, ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018“ თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა და ორი ქალაქის დაძმობილებიდან დღემდე, კულტურულ, საგანმანათლებო, მოქალაქეობრივ ურთიერთობებს ასახავს.

თბილისის მერის მოადგილემ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა. სოფიო ხუნწარიას თქმით, ქართველმა და ბრისტოლელმა მხატვრებმა ორი ქალაქის დამეგობრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

„ქართველ და ბრისტოლელ მხატვართა მეგობრობა სათავეს 1992 წელს იღებს, როდესაც ბრისტოლის „არნოლფინის“ გალერეაში გამოფენა HEAT & CONDUCT გაიმართა, სადაც რვა ქართველი მხატვარი მონაწილეობდა. ორი წლის შემდეგ - 1994 წელს, ბრიტანელი ხელოვანების, ბრიუს ალანისა და ანთია ნიკოლსონის თაოსნობით, თბილისს პირველად, ექვსი ბრისტოლელი მხატვარი ეწვია, რასაც „ქარვასლაში“ ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა - SILK ROAD-ი მოჰყვა. მას შემდეგ, არაერთი საინტერესო გამოფენა მოეწყო, რამაც ქართველ და ბრისტოლელ მხატვართა შორის ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

გამოფენის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია ფოტოსურათები ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების საზოგადოების სხვადასხვა პროექტებიდან და აღნიშნული ქალაქების პეიზაჟები. ასევე, წარმოდგენილია განსხვავებული მედიისა და მასალისგან შექმნილი მრავალფეროვანი მხატვრული ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრაფიას, ვიდეო-ინსტალაციებს, სკულპტურასა და მხატვრობას მოიცავს.

გამოფენის ორგანიზატორი ქალაქ ბრისტოლში მცხოვრები ექიმი ნინა ბენდუქიძეა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა