logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერი კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
16:31 18.09.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალარინების ქსელის, სანიაღვრე სისტემის, ასფალტისა და ბორდიურის განახლებას ითვალისწინებს.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩას საფუძვლიანი რეაბილიტაცია უტარდება და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

„კაჩინსკის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ეს არის ცენტრალური ქუჩა, რომლითაც თბილისში ჩამოსული სტუმარი ქალაქის ცენტრში ხვდება. ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულფასოვანი სამუშაოები - წყალარინების ქსელისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამუშაოები, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ასევე, მუშაობს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რათა თავისი ქსელები მოაწესრიგოს. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის, რადგან ჩვენთან ერთად, საკმაოდ ბევრ პროექტს ახორციელებენ. რეაბილიტაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი ექნება, რადგან სამუშაოები აქაც 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება. ამისთვის მათ კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო, თუმცა პროექტს ძალიან მალე, ოქტომბრის ბოლოსთვის დავასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დღემდე გზის აღნიშნული მონაკვეთის შეკეთება უხარისხოდ ხდებოდა.

„ასფალტი, რომელიც რეაბილიტაციის ფარგლებში აიღეს, 70-80 სანტიმეტრის სისქისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გზის შეკეთება არასწორად, არასაფუძვლიანად ხდებოდა, თუმცა აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ამ ქუჩაზე ყველაფერი მოწესრიგდება. შეიცვლება გარე განათების ბოძები, ნათურები, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და ა.შ. ვფიქრობ, საკმაოდ ლამაზი ქუჩა გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


საგზაო სამუშაოებს მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, ილია ჯიშკარიანი გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ ასრულებს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა