logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის უსაფრთხოების კანონზე მუშაობისას ყველა მხარის პოზიცია გავითვალისწინეთ და ყველა შესაძლო რისკი რაციონალურად გავთვალეთ
დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის უსაფრთხოების კანონზე მუშაობისას ყველა მხარის პოზიცია გავითვალისწინეთ და ყველა შესაძლო რისკი რაციონალურად გავთვალეთ
20:48 17.09.2018
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროქტის ინიცირება მოხდა. დღესვე, პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეების პოზიციების შესაჯერებლად კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროქტში გათვალისწინებულია ყველა მხარის პოზიცია და რაციონალურადაა გათვლილი ყველა შესაძლო რისკი. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გავიარეთ და, როგორც მონაწილეებმაც დაადასტურეს, შეთანხმებას მივაღწიეთ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, ერთი მხრივ, დასაქმებულებს და, მეორე მხრივ, დამსაქმებლებს შეეხება. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა მხარის პოზიცია, რაციონალურად გავთვალეთ ყველა ის რისკი, რომელიც რომელიმე მხრიდან შეიძლებოდა ყოფილიყო. ვფიქრობ, საინტერესო დოკუმენტი შეიქმნა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, დოკუმენტი მაღალი დემოკრატიული ჩართულობის პროცესში მომზადდა. „გარდა იმისა, რომ რისკები გაანალიზდა, ჩვენ სამომავლოდაც თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატი შევქმენით. ეს უკვე კარგი შედეგია. ვფიქრობ, რომ პარლამენტი ამ კანონს მიიღებს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ინიცირებულ კანონპროქტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. „ამ პროცესში დოკუმენტი კიდევ ერთხელ გადამუშავდება. ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატში გავაგრძელოთ ამ კანონის აღსრულების პოლიტიკის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ სათანადოდ დავიცვათ როგორც დამსაქმებელი, ასევე დასაქმებული“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა