logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის
თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის
17:10 17.09.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და პირველკურსელების მეასე საიუბილეო ნაკადთან ერთად აღნიშნა. წელს 4 432 აბიტურიენტი თსუ-ს სტუდენტი გახდა. აქედან 50%-ზე მეტმა სასწავლო გრანტი მოიპოვა.

თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ და თსუ პროფესორ-მასწავლებლებმა პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
თსუ რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი.
„მივესალმებით სტუდენტების ახალ ნაკადს, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ საიუბილეო, მეასე ნაკადს. წელს ჩვენ ყველა ვზეიმობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს. შესაბამისად ეს ნაკადი გარკვეულად გამორჩეულია. ის იმ ტრადიციების გამგრძელებელია, რომელიც საქართველოში და კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების დანერგვის და შექმნის შემდეგ, ყოველწლიურად ხორციელდება,- აღნიშნა რექტორის მოადგილემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დემურ მერკვილაძე საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელია. მისი თქმით, თსუ საქართველოში უძველესი უნივერსიტეტია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თსუ-ს სტუდენტი გამხდარიყო.

„ძალიან მიხარია, რომ ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი ვარ. ამ შედეგს არ ველოდი, მაგრამ თუ ბევრ შრომას ჩადებ და ყველანაირად შეეცდები, მიუღწეველი არაფერია. პირველ რიგში, გეოლოგიის შესწავლა მინდოდა და ვიფიქრე, რომ ამ სპეციალობის სიღრმისეულად შესასწავლად, თსუ საუკეთესოა საქართველოში,“ - აღნიშნა სტუდენტმა.
საკონკურსო ქულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები არიან. სან-დიეგოს უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულმა აბიტურიენტებმაც არჩევანი სწორედ თსუ-ს პროგრამებზე გააკეთეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ეროვნული უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსდა. ის პირველია არამარტო საუკუნოვანი ისტორიით, არამედ გამოცდილებით და შესაძლებლობებით. 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის (The U.S.News&World Report).




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა