logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მეუფე იაკობი: 2012 წელს ვერც წარმოვიდგენდი თუ ამაზე ვილაპარაკებდი
მეუფე იაკობი: 2012 წელს ვერც წარმოვიდგენდი თუ ამაზე ვილაპარაკებდი
13:04 17.09.2018
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, თუ პარლამენტი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მასობრივი გამოსვლები დაიწყება, ეკლესია კი ხალხის გვერდით დადგება.

მეუფე მმართველ პარტიას მოუწოდებს, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი არ მიიღონ.

„ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012 წელს მე ვერ ვიფიქრებდი რომ ასე საუბარი მომიწევდა. დღეს ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ. ხელისუფლებაში სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად იყო შევარდნაძე, კიდევ უფრო ძლიერად იყო სააკაშვილი, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა, მან ტრადიციულად გაიმარჯვა.

ვის რად უნდა ნარკობარონები?! რომელიმეს გინდათ ასეთი ფული?

შინაგან საქმეთა მინისტრს ვიცნობ. ჭკვიანი კაცია და მე მინდა მივმართო მას: ის დღესდღეობით პოლიციის სახეა. ქვეყანას ძლიერი პოლიცია სჭირდება და ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველი სამართალდამცავები რასაც ებრძოდნენ ახლა თვითონ რომ გააკეთონ, რა ავტორიტეტი ექნებათ პოლიციის თვალში.

ადამიანს ყოველთვის უნდა დაუტოვო გზა, რომ თავისი შეცდომა აღიაროს. მე ვფიქრობ რომ ეს არის არა მარტო შეცდომა, არამედ, საბოლოო ჯამში თუ კანონს მივიღებთ, სახელიც - მოღალატეები დაერქმევა მათ, რაც არ უნდა ინოვაციებზე გველაპრაკოს ფინანსთა მინისტრი, რომელიც ჯერ არ არის მთავრობაში მოსული. გვითხარით, რა გაქვთ აქამდე გაკეთებული რომ გენდოთ.

მინდა ერთი რამე ვთქვა: მე მჯერა, პარლამენტში საქართველოს იმდენ მოწინააღმდეგეს ვერ იპოვნიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ გადაწვეტილება დაკანონდეს. ნუ დაუპირისპირდებით ერს. ჩვენ, ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს იქ დავდგეთ.

არაფერზე, არცერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ბევრი მოდის და გვეუბნება, ოჯახთან ერთად, ბავშვებთან ერთად გამოვალთო და ალბათ თუ უგუნურება გააგრძელეს 100 ათასი კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინაშე, უნდათ არ უნდათ, უკან დაიხევენ“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა