საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ
ბატიაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცავს. 150-ე სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც მინისტრის მიერ ინიცირებული სწავლების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში დაინერგება.
მინისტრი სკოლას 09:20 საათზე ესტუმრება, მოგვიანებით კი, 10:30 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა.

















