logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია
14:55 16.09.2018
თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც შარტავას ქუჩაზე იმყოფებოდა და დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული მთავარი პირობა, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დღისთვის საგზაო მოძრაობა გაიხსნებოდა, შესრულებულია.

„როგორც მოსახლეობის დავპირდით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული. ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.

„გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ის ძირითადი, მტკივნეული და რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია. რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავა-შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ ლოკაციებზე კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს გზაგამყოფების მოწყობას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევით კეთდება. მოეწყობა ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები, რომ გადაადგილება უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული იყოს. მოეწყობა ახალი ბორდიური, საფეხმავლო და ველობილიკები, გარეგანათების სისტემა. ასევე, ჰაერში არსებული სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ყველა ჩამოთვლილ ლოკაციაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება. მთავარი პრინციპული საკითხი იყო ის, რომ სწავლის დაწყების დღისთვის გზა გახსნილიყო და გადაადგილება თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი. ეს დაპირება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიცემული, შესრულებულია“ - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა სამუშაოებში მონაწილე კომპანიებს და ადგილობრივ მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო, კიდევ ერთხელ მოუბოდიშა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და აღნიშნა, რომ მოძრაობის დარეგულირებაში საპატრულო პოლიციამ დიდი წვლილი შეიტანა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღისა და ღამის განმავლობაში მუშაობდა ამ კონკრეტულ ლოკაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ განსაკუთრებით, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოების ატანა უწევდა, რაც ნამდვილად რთული იყო. მადლობას ვუხდი საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც საპატრულო პოლიციის მეშვეობით მაქსიმალურად გვეხმარებოდა მოძრაობის დარეგულირებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენს დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადაადგილება კომფორტული, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და ქალაქი კეთილმოწყობილი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შარტავას ქუჩაზე დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და “თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა