მეტროსადგურ „სამგორში“ 50 წლის ფრიდონ ჯანჯღავამ თავი მოიკლა.
ის ლიანდაგებზე მაშინ გადახტა, როცა
მატარებელი სადგურზე შემოდიოდა. მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მატარებელმა მამაკაცს გადაუარა. ფრიდონ ჯანჯღავა ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დილით თვითმკვლელობის მცდელობა ჯანჯღავას სახლშიც ჰქონდა, თუმცა, მას ოჯახის წევრებმა ხელი შეუშალეს.
ახლობლების განცხადებით, მას ვალები ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

















