logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სიმინდის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სიმინდის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო
09:36 15.09.2018
სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილესთან გიორგი იაკობაშვილთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად სიმინდის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

აბაშის მუნიციპალიტეტში სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლის აღება მიმდინარეობს.

როგორც ფერმერები აცხადებენ, ასეთი კარგი მოსავალი მრავალი წელია არ მიუღიათ.

„ეს არის გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის კიდევ ერთი მაგალითი. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს და ჩვენც ვხედავთ, მოსავალი კარგია, დაზიანება არ აღენიშნება. რა თქმა უნდა, ყველგან ანალოგიური შედეგი არ არის, თუმცა, ეს მაგალითი, რაც დღეს ვიხილეთ, არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ გვექნება წარმატებები ყველგან, სადაც ერთიანი ძალისხმევით სწორად გატარდება ღონისძიებები,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ეგრეთ წოდებულ ანჯელის მასივში სიმინდის ნათესები დაახლოებით 6500 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ სადაც შესაძლებელი იყო სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რის შედეგადაც გვაქვს ხელშესახები შედეგი - მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა,“ - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნილოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში. შედეგად დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში ფიქსირდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ტყვირის მოსახლეობას შეხვდა და საკარმიდამო ნაკვეთებში მავნებლის საწინააღმდეგო მექანიკური ღონისძიებების მიმდინარეობასაც გაეცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია პრიორიტეტულია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა