სასტუმროში - „Hotels & Preference Hualing Tbilisi” დღეს თბილისის მეორე საერთაშორისო ღია თასი
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ გაიხსნება.
ფესტივალი სამი დღე, 14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 58 გუნდის 500-მდე წევრი მსოფლიოს 16 ქვეყნიდან.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები და ინტელექტკლუბის წევრები.
თამაში 12 საათზე გაიხსნება.

















