logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობა გრძელდება
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობა გრძელდება
18:02 14.09.2018
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის განახლებაზე მუშაობა გრძელდება სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დღეს EBRD და GIZ-ის ექსპერტმა, ერიკს მეზალისმა საჯარო შესყიდვების სფეროში დავების განმხილველი ორგანოს და მისი ინსტიტუციონალური დაქვემდებარების შესახებ ისაუბრა.

მან აქცენტი გააკეთა ამ ორგანოს, როგორც ახალი, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის საფუძვლებზე. მიმოიხილა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, თუ როგორ არის მოწყობილი ეს სისტემა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და რას ითვალისწინებს ევროკავშირის დირექტივა ამასთან დაკავშირებით.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა საქართველოში აღნიშნულ სფეროში ჩატარებული, სპეციალიზებული კვლევების შედეგად გამოვლენილ ვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა EBRD -ის ბოლო რეკომენდაციებზე.

ერიკს მეზალისმა უპასუხა კანონმდებლების და დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს.

შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, კახა დემეტრაშვილმა და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ნინო წილოსანმა,რომელიც დღევანდელ ღონისძიებას უძღვებოდა, ორდღიანი შეხვედრა შეაჯამა.

„გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრის შედეგად ჩვენ გვექნება კარგად შეჯერებული კანონპროექტი, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება მსჯელობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ევროდირექტივებიდან გამომდინარე ცვლილებებს, მათ შორის ვადებთან დაკავშირებით, შავი და თეთრი სიების და საიდუმლო შესყიდვების თაობაზე და სხვა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა